Poem Illustration

•კვდები თუ ცხოვრდები?!

დღეს ყველა ერთად მიწაზე ვდგავართ, ხვალ ყველა ერთად გარდავიცვლებით. ნუ გაუკეთებ მოყვასს ბოროტულს, თორო იმ წამად გარდაიცვლები. შურს არ დაუთმო სულის საუნჯე, არც ერთი წამი მისცე დაგიპყროს. დღეს თუ არა და ხვალ მაინც ვკდებით, ღმერთან რომ მივალთ მერე რა ვუყუთ?! ნუ დაეჩვევი აუგის თქმასა, უმისამართოდ არვის აუწყო, გარდაიცვლები და მერე მართლა. შენს დამალულსვე ღმერთი გაუწყებს. სულს გაუფრთხილდი ადამიანო, ხორცი არ არის რომ გაამთელო, როცა მოკვდები მართლა კვდები თუ სხვაგან ცხოვრდები ადამიანო?! დღეს ყველა ერთად მიწაზე ვდგავართ, ხვალიდან ალბათ მიწად ვიქმნებით. დატოვე სიტყვა საცხონებელი თვარ გარდაცვლილ არ მკვდარი იქნები. დღეს ყველა ერთად მიწაზე ვდგავართ და იმედი მაქვს გარდავიცვლები...